სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს 

14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მცხეთობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. მოგვიანებით ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.

პანდემიის გამო ტაძარში მყოფ მრევლს პირბადეები დაურიგდება, მათ წირვაზე დასწრება სოციალური დისტანციით მოუწევთ. თერმოსკრინინგი ჩაუტარდება მცხეთაში მყოფ ყველა პირსაც.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად