სვანეთში, უშგულის კოშკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სვანეთში, უშგულის კოშკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

“უახლოეს მომავალში, მესტიის მუნიციპალიტეტის, ლაღამის უბნის და უშგულის ადმინისტრაციული ერთეულის კოშკების რეაბილიტაციის პროექტირება დაიწყება”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გარდა ამისა, იგეგმება თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ცენტრის რეაბილიტაცია.

“დაიწყება ასევე ზუგდიდის ცენტრის და ცენტრალური ბულვარის პროექტირება”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მოხდება ასევე რამდენიმე რაიონული გზის რეაბილიტაცია, კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის და სოფელ ჭერემის გზების რეაბილიტაცია.

სოზარ სუბარის განცხადებით, სამუშაოების საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

“პროექტირების თანხა არის 4 მილიონ 130 ათასი ლარი. როდესაც პროექტირება დასრულდება, მაშინ გვეცოდინება რა დაჯდება ეს პროექტები”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად