სვანეთში, სოფელ ხაიშთან შერეული ტყის მასივი იწვის – ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე.
ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად