სუსი: სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხირციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხივნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას” – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

პ.ს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ განხირციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი სოფელ ნიქოზთან. მოგვიანებით უწყებამ გაავრცელა მეორე განცხადება, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა არა ნიქოზთან, არამედ სოფელ ხურვალეთთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად