სუსი: მუხთარლის შესახებ აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადება სიცრუეა

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური აზერბაიჯანელი დეპუტატის, ელმან ნასიროვის განცხადება პასუხობს. 

"აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად