სუსი: ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება

ამის შესახებ განცხადებას სუსი ავრცელებს.

“ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ ბიძინა გეგიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...