სუს: საოკუპაციო ძალების მიერ 6 სექტემბრამდე გადაადგილების შეზღუდვა უკანონოა-ინფორმირებულია ევროკავშირი

“მ/წ 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.”,- ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა, სადაც საუბარია საოკუპაციო ძალების მიერ 6 სექტემბრამდე გადაადგილების შეზღუდვაზე.

ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ  საოკუპაციო ძალები, ხვალ,  4 სექტემბრის 20:00 საათიდან 6 სექტემბრამდე შეზღუდავენ ქართველ მხარესთან  ე.წ. საზღვარზე  გადაადგილებას.

როგორც აიპრესს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სუს-ში განუცხადეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მ/წ 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მ/წ 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.

აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“.

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად