სუს-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

“აიპრესის” ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პატრულ-ინსპექტორი დ. ტ-შვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. “აიპრესი” ინფორმაციის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ფაქტი დაგვიდასტურეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქრთამის ბრალდებით დააკავეს.

“დიახ გიდასტურებთ, პატრულ – ინსპექტორი დ. ტ-შვილი დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ. მისი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სწორედ ასეთი ეფექტური თანამშრომლობის შედეგია, რომ ასეთი ერთეული შემთხვევების დროული გამოვლენა ხდება” – გაგვიცხადეს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

“აიპრესის” წყაროს ინფორმაციით, პირი, ვისგანაც პატრულ-ინსპექტორმა თანხა აიღო, ინტერპოლის მიერ ძებნილი პირია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით იძებნება.უწყებაში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

“არა, ვერ დაგიდასტურებთ, რომ პირი ვისგანაც პატრულ-ინსპექტორმა თანხა აიღო თითქოს და არის ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი.” – გაგვიცხადეს შსს-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად