სუს-მა სავარაუდოდ ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) სავარაუდოდ ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. უწყებაში ამ ეტაპზე ფაქტის შესახებ არ საუბრობენ. “აიპრესს” სუს-ში უთხრეს, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

არსებული ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომში 3 პირი დააკავეს. არსებული ცნობით, დაკავებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და საქმეში ასევე ფიგურირებს ერთ-ერთი ბიზნესმენი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზუსტებულ დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად