სუს-მა ნიკა გვარამია, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, გამოკითხვაზე დაიბარა

ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ასევე, გვარამია აქვეყნებს სუს-ის გაგზავნილ წერილს.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით მის „ფეისბუქ – სტატუსს“.

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს: უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან (პოლიცია) და მანქურთებიანად (ოცნების მომხრეები), უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად