სუს-ს უფროსი უკანონო ბორდერიზაციაზე: რომ არა ის ზომები, რასაც ხელისუფლება ატარებს, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რუსი სამხედროების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები გრძელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

როგორც სუს-ის უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არა ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები, უფრო მძიმე შედეგები იქნებოდა.

“სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, ასევე, უკანონო დაკავებები ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს შემაკვებელი ზომების გატარების კუთხით. რომ არა ის ზომები, რასაც ხელისუფლება ატარებს, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება”, –  განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად