სუს-ის წარმომადგენელი: საოკუპაციო ძალების სახიფათო ქმედებების შედეგად აღმაშფოთებელი ინციდენტები დაგროვდა

ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

“დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგით დაგეგმილია 10 საკითხის განხილვა. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს.

საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე”,-განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...