სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მთავრობამ წარუდგინა.

გრიგოლ ლილუაშვილს სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ უყრიან.

შეგახსენებთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. მანამდე, 2017 წლის დეკემბრიდან, ვახტანგ გომელაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად