სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს სოფელ ატოცში ახორციელებენ

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ.

როგორც  IPRESS სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს,  გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად