Survation-ის კვლევა: “ოცნება” – 55%, ენმ – 22%, “სტრატეგია აღმაშენებელი” – 5%

ტელეკომპანია “რუსთავი 2” Survation-ის ბოლო კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 55% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 22%, ხოლო მესამე ადგილზეა “სტრატეგია აღმაშენებელი” – 5%-ით.

კვლევაში კითხვა ასე იყო დასმული: “დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”.

“Survation-ის” კვლევის შედეგები ასეთია:

“ქართული ოცნება” – 55%

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 22 %

“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 5%

“ლელო” – 4%

“ევროპული საქართველო” – 4%

“პატრიოტთა ალიანსი” – 3%

“გირჩი” – 2%

“ლეიბორისტული პარტია”  -2%

სხვა პარტიებს ხმას აძლევს – გამოკითხულთა 3%.

კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?

ამაში სრულიად დარწმუნებულია – 70%

მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული  – 3%

და სრულიად არ ვარ დარწმუნებული  – 3%

ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია “Survation-მა “, რომელიც “რუსთავი 2-ის” დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ამჯერად 1 210 რესპოდენტი გამოკითხა.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია. ეს არის ყველაზე ახლო კვლევა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად