Survation – ის კვლევა გლდანის ოლქში: ლევან კობიაშვილი 52,1%, ნიკა მელია 36,6% 

ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები – გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1% ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატ ლევან კობიაშვილს მისცემდა. ნიკა  მელია (ნაციონალური მოძრაობა – ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) – 36,6%

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა – ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) – 36,6%

მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%

ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%

გიგლა მიქაუტაძე (ლელო) – 1,5%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გლდანის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება- 50,1%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -20,8%;  გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი -7,6%; გირჩი -5,8%; პატრიოტთა ალიანსი -5,4%; ლეიბორისტული პარტია -2,8%; ევროპული საქართველო 2,6%; ლელო -1,8%; ერთიანი საქართველო – 0,9%; თავისუფალი დემოკრატები -0,6%;  სხვა არჩევანი აქვს -1,5%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

ალბათ მიიღებს მონაწილეობას -14%

50-50-ზეა- 14%

არ იღებს მონაწილეობას -7%

არ იცის ან უარი პასუხზე – 0%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად