სურსათის სააგენტო მოსახლეობას ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღების გამოჩენას სთხოვს

NULL

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინა.

სსიპ ეროვნულმა სააგენტომ უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიური პროგრამის ფარგლებში ხორცის ნიმუშები აიღო თბილისისა და დასავლეთ საქართველოს ბაგა-ბაღების კვების ბლოკებიდან, მწარმოებელი და რეალიზატორი ბიზნეს ოპერატორებიდან.

ხორცისა და ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად, ბათუმის მე-15 და მე-19 საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი.

თბილისსა და დასავლეთ საქართველოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულ ხორცის გაყინულ ნახევარფაბრიკატების ნიმუშებში, გაყინული ხინკალში, ქაბაბსა და ტოლმაში ასევე აღმოჩენილ იქნა პათოგენური მიკროორგანიზმი.

სააგენტოს დავალებით, საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ სრულად იქნა გაწვეული აღნიშნული ხორცის პარტია და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ასევე, დღეს დილით, არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციულ კავშირთან თანამშრომლობის შედეგად, თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე გამოვლენილია საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო, სადაც საქონლის თავების გადამუშავება და ამ პროდუქციის გაყინული ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის წარმოებაში გამოყენება ხდებოდა.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისა და მომზადების პროცესში ყურადღება გამოიჩინოს.

შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქციის ეტიკეტსა და ვარგისიანობის ვადას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად