სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სკოლების სამზარეულოები გადაამოწმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლების ბუფეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამოწმა. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა სკოლების სამზარეულოებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური
მდგომარეობა, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები. შემოწმების პარალელურად, ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები, რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ არდადეგების პერიოდში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, რათა მომავალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...