სურსათის ეროვნული სააგენტო: ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...