სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაზე კანონი მკაცრდება

სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანისას აუცილებელი იქნება მის დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობა იყოს მითითებული.

ცვლილებას, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოდან შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა არსებული რეგულაციების გვერდის ავლით ხორციელდება, რაც ქმნის ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის რეალურ საფრთხეს. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია კანონში გაიწეროს დებულებები, რომელიც ხელს შეუშლის სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტრიაზე დაბადებული ბავშების საქართველოდან შემოვლითი გზით გაყვანის მცდელობას. ასევე, ზიანს არ მიაყენებს მცირეწლოვანის ინტერესებს. 

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტს 5 მარტამდე სამივე მოსმენით მიიღებენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად