სურგულაძე: საპენსიო სისტემაში 809000 ადამიანია გაწევრიანებული, რაც ჩვენს მოლოდინს აღემატება

ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.

“ამ ეტაპზე ჩვენთან გაწევრიანებული არის 809 ათასი ადამიანი, ეს არის საკმაოდ მაღალი რიცხვი და აღემატება ჩვენს მოლოდინებს და აქედან 10-მა 11-მა პროცენტმა დატოვა სქემა, ჯერჯერობით, ასეა, ეს მონაცემი გვაქვს. ადრე იყო უფრო გაზრდილი აქტივობა ამ სქემის დატოვების მხრივ, ახლა ეს აქტივობა შემცირდა. ჩვენ ყოველდღიურად გვემატება ახალი გაწევრიანებული. ეს სქემა, რომ 40 წლის მერე ვინც იყო დასაქმებული, რომ ერთვება და აქვს გასვლის უფლება სამ თვეში, ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომ შეხედოს, იქნებ კარგია, იქნებ მოსწონს, ნახოს რამდენი დაეზოგა და მერე მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, სამ თვეში გავიდეს უკან და მას სრულად უბრუნდება ყველაფერი დარიცხული სარგებლის ჩათვლით,“ – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად