სურამში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს, სამეგრელოში, მშობლების სახლში გადაასვენებენ

ქმრის მიერ ნაჯახით მოკლული 30 წლის ახალგაზრდა ქალი, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვალონიდანაა. გარდაცვლილი გოგონას მეზობლები ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით გაიგეს.

მათთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ეს ტრაგედია და ვერც უთანხმოების მიზეზებზე საუბრობენ.

პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბ. ბ. და მისი მეუღლე დიდი ხანია გაშორებულები არიან, თუმცა ყოფილი ქმარი მას მაინც აკითხავდა საკუთარ სახლში.

ბ. ბ. და მის მეუღლეს 1 შვილი ჰყავთ, რომელიც ამჟამად სურამში იმყოფება. მოკლული ბ. ბ.- ს ოჯახში ამჟამად მხოლოდ მამა იმყოფება. სავარაუდოდ, გარდაცვლილის ცხედარს რამდენიმე საათში სწორედ მის საკუთარ სახლში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში გადმოასვენებენ.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით ქალს რამდენიმე ჭრილობა ნაჯახით ჰქონდა მიყენებული. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად