სურამში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სტანდარტების დაცვით ხორციელდება.

ამ ეტაპზე გზაზე ასფალტის საფარის დაგებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

მათი განმარტებით, პროექტის მთლიანი ღირებულება 491811 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად