სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

სურამში, პირველი საჯარო სკოლის ეზოში დაბა სურამის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.

განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები.
შპს „ურბანიკას“ წარმომადგენელმა ირაკლი მურღულიამ საზოგადოებას წარმოუდგინა დაბა სურამის გენერალური გეგმის კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს მრავალფაქტორული ანალიზის და კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელების დეტალურ აღწერას. კონცეფციით წარმოდგენილია მიდგომები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დაბა სურამის გენერალური გეგმის დოკუმენტს. ტურიზმის სპეციალისტმა ლელა გიორგაძემ კი წარმოადგინა სურამის ტურისტული განვითარების ხედვა.
შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა. სურამელებმა თავადაც ისაუბრეს დაბის განვითარების მათეულ პერსპექტივებსა და ხედვებზე.
სურამელებს დაბის განვითარების გეგმასთან დაკავშირებული მოსაზრებების წარმოდგენა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში 14 აგვისტომდე შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად