“სუპერთასზე დასასწრებ ბილეთებს კვლავ BILETEBI.GE გაყიდის”

სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია ხვალ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, სადაც განმარტავს იმ ტექნიკურ პირობებს, რომლითაც მოხდება ბილეთების გაყიდვა. ამის შესახებ Biletebi.ge-ს პრეზიდენტმა გიორგი ჩხიკვიშვილმა ფეხბურთის ფედერაციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, შეხვედრამდე ისაუბრეს ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა ვებგვერდზე მომხმარებლის შეყოვნების ვადის და რიგითობის დაცვის პრინციპები.

ჩხიკვიშვილის განცხადებით, ვებგვერდი დღეს ტექნიკურად მზად იყო ბილეთების გაყიდვისთვის, თუმცა „დასაზუსტებელი იყო სწორედ ეს მომენტები“.

კომპანიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ კვლავ მისი კომპანია გაყიდის ბილეთებს და ოფიციალურ განმარტებებს და პირობებს სწორედ ფედერაცია ხვალ განმარტავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად