სუპერთასის ბილეთების უნებართვოდ გაყიდვის ფაქტებზე მასალები სასამართლოს გადაეგზავნა

კომპანია „ნიტა-თრეველის“ მიერ სუპერთასის ბილეთების უნებართვოდ გასაყიდად შეთავაზებაზე მასალები სასამართლოს გადაეგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბილეთების უნებართვოდ გასაყიდად შეთავაზების ფაქტზე სათანადო აქტი 31 ივლისს მომზადდა. გარდა ამისა, 29 ივლისს სასტუმრო „ციტრუსის“ და კომპანია „ბეკოს“ მიერ სუპერთასის მატჩის ბილეთების კომერციულ ღონისძიებაში გამოყენების ფაქტი, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება.
„საქპატენტთან“ არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოდ ბილეთების გაყიდვისგან ან კომერციულ ღონისძიებაში გამოყენებისგან.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, 22-ე მუხლი) 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება. უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის თანამშრომლებით, რომლებიც ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...