სუპერლიგის იდეამ კრახი განიცადა – ინგლისის ექვსივე კლუბმა სუპერლიგა დატოვა

მსოფლიო პრესას ელვის სისწრაფით მოედო ცნობა ინგლისის კლუბების მიერ სუპერლიგის დატოვების შესახებ

ევროპის 12 საფეხბურთო კლუბის მიერ ევროპის სუპერლიგის დაფუძნების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ფეხბურთის მოყვარულთა, ფეხბურთელთა, მწვრთნელთა, ფიფას, უეფას, ფეხბურთის ეროვნული ფედერაციების და სახელმწიფოთა ხელმძღვანელი პირების მძაფრი პროტესტი გამოიწვია.

უეფამ და ეროვნული საფეხბურთო ფედერაციებმა განაცხადეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღებდნენ სანქციებს სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების და ფეხბურთელების წინაღმდეგ. ფეხბურთის მოყვარულებმა სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების წინააღმდეგ აღიმაღლეს ხმა.
გუშინ, საღამოს, „ჩელსს” და „ბრაიტონ ენდ ჰოვ ალბიონის” მატჩის დაწყების წინ, 1000-ზე მეტმა გულშემატკივარმა „სტემფორდ ბრიჯთან” გამართა საპროტესტო აქცია.

საყოველთაო პროტესტმა ევროპის სუპერლიგის დამფუძნებლები გამოაფხიზლა და „მანჩესტერ სიტიმ” და „ჩელსიმ” სუპერლიგის დაფუძნებიდან 48 საათის შემდეგ განაცხადეს რომ მისი დატოვების პროცედურას იწყებდნენ, მცირე დროის შემდეგ კი სუპერლიგის დატოვების შესახებ სხვა ინგლისურმაკლუბებმაც გააკეთეს განცხადება.

ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება სუპერლიგის დატოვების შესახებ გაკეთებული აქვთ „მანჩესტერ სიტის”, „არსენალს”, „მანჩესტერ იუნაიტედს”, „ლივერპულს” და „ტოტენჰემ ჰოტსპურს”. „ჩელსის” ხელმძღვანელობის თქმით, ისინი ოფიციალურ განცხადებას დილით გაავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებასთან ერთად, კლუბებმა ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას. ასე მაგალითად, „არსენალის” ხელმძღვანელობამ სინანული გამოხატა გულშემატკივრებისთვის მიყენებული ტკივილის გამო და აღნიშნა, რომ არასწორი გადაწყვეტილება ევროპის სუპერლიგის დაფუძნების შესახებ.

იტალიური პრესის ცნობით, „ინტერთან” ახლო კავშირების მქონე წყაროებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის სუპერლიგა აღარ ითვლება კლუბისთვის საინტერესო პროექტად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუპერლიგის დატოვებას „მილანი” აპირებს.

„იუვენტუსი” ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელიც ჯერ კიდევ თავდაპირველი გეგმის ერთგულია, – წერს იტალიური პრესა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...