“სუპერ სამშაბათის” პრაიმერის ლიდერად ჯო ბაიდენი დასახელდა

დემოკრატიული პარტიიდან შესაძლო კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერზე ლიდერობს. შესაბამისს მონაცემებს CNN-ი, ამ დღეს პრაიმერში მონაწილე შტატებში ხმების დათვლის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მთლიანობაში, „სუპერ სამშაბათს“ პრაიმერი 14 შტატში ჩატარდა, აგრეთვე ამერიკის სამოაში, რომელიც ამერიკის ტერიტორიაა, მისი მაცხოვრებლები მონაწილეობას იღებენ პრაიმერში, მაგრამ უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას არ აძლევენ.

შესაბამის მონაცემებს CNN-ი 13 შტატში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა პრაიმერი მოიგო ტექსასში (ხმების დათვლილი 92%-იდან 33,3%), მენეში (91%-დან 33,8%), მასაჩუსეტში (94%-დან 33,1%), მინესოტაში (83%-დან 38,6%), ჩრდილოეთ კაროლინაში (87%-დან 42,9%), ვირჯინიაში (99%-დან 53,3%), ოკლაჰომაში (87%-დან 38,7%), არკანზასში (77%-დან 40,5%), ტენესიში (86%-დან 41,6%), ალაბამაში (82%-დან 63,2%).

მისმა მთავარმა კონკურენტმა, ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა კი მხოლოდ სამ შტატში მოიპოვა გამარჯვება – იუტაში (88%-დან 34,6%), კოლორადოში (89%-დან 36,1%) და ვერმონტში (99%-დან 50,7%).

სამოაში, ყველა ხმის დათვლის შედეგად გამარჯვება მოიპოვა ნიუ-იორკის მერმა და მილიარდერმა მაიკ ბლუმბერგმა, მან 49,9% აიღო.

ბაიდენის, სანდერსისა და ბლუმბერგის გარდა, „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერის დროს ამომრჩევლებმა აგრეთვე მხარი დაუჭირეს მასაჩუსეტსის სენატორ ელიზაბეთ უორენს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ ტულსი ჰაბარდს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...