სუპერ მარიო „მილანის“ ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი “მილანში” გადავიდა. ამის ამსახველი ფოტო მარიო მანჯუკიჩმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ფეხბურთელს ხელში “მილანის” 9 ნომრიანი მაისური უჭირავს.

მანჯუკიჩს გულშემატკივრებმა სუპერ მარიო შეარქვეს.

მისი “მილანში” გადასვლის შესახებ მედიამ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერი უკვე გაოფიციალურდა.

ცნობისთვის, მარიოს ამჟამინდელი კლუბი “ალ დუჰაილია”. მანჯუკიჩის ბოლო ევრპული კლუბი კი “იუვენტუსი” იყო, სადაც ოთხნახევარი წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 34 წლის ხორვატმა 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლი გაიტანა.

“მილანი” ამჟამად სერია A-ს ლიდერია 43 ქულით, მანჯუკიჩის ყოფილი კლუბი “იუვენტუსი” კი მას 10 ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...