სულხან სალაძე: კანონპროექტის გაწვევაში მნიშვნელოვან ადგილს თუ ეკლესიის პოზიცია იკავებს, ცუდია

"თუ კანონპროექტის გაწვევაში მნიშვნელოვან ადგილს ეკლესიის პოზიცია იკავებს, ეს არის ცუდი, რადგან კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთნ "საია" – ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიუხედავად გაწეული სამუშაოებისა, კანონპროექტში იყო გარკვეული ხარვეზები, ამიტომ თუ კანონპროექტი დარჩება პარლამენტში მზად არიან წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ექსპორტთან არის დაკავშირებული, საკმაოდ მოულოდნელად და სწრაფად შემოვიდა პარლამენტში, ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის გაცნობაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ არ დაწერილა ორ დღეში, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი კვლევა აქვთ ჩატარებული ინფორმაციის მოსაძიებლად. შესაბამისად, თუ საუბარია გარკვეულ ჯგუფებთან კონსულტაციებზე, ვფიქრობ, ეს პროცესი ადრეც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩატარებული. არ ვსაუბრობ, ეს კანონპროექტი უნდა იყოს მიღებული თუ არა, მე ვსაუბრობ, მიზეზებზე, რის გამოც შეიძლება ეს კანონი გაიწვიოს წარმომადგენელმა მხარემ. თუ მთავარ როლს თამაშობს ეკლესიის პოზიცია, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, რადგან ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს კანონპროექტებთან დაკავშირებით, არის მხოლოდ პარლამენტი. ამასთან, ამ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულებული იყო, მაინც აქვს ბევრი პრობლემა მათ შორის ლიცენზიები ნაწილთან და ლიცენზიის შესაძლო მიმღებთა ნაწილთან, ამიტომ თუ კი ეს კანონპროექტი დარჩება პარლამენტში, მზად ვართ წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები. თუ კანონპროექტი წავა პარლამენტიდან გარეთ ცხადია, ამ დისკუსიებს აზრი არ ექნება"-განაცხადა სულხან სალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად