სულხან მოლაშვილზე დასმული კითხვის გამო, ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირი ეთერი დატოვა (ვიდეო)

გადაცემა “თავისუფალი სივრცის” შეკითხვებს, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობდა, თუმცა სულხან მოლაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ირაკლი ოქრუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა.

სულხან მოლაშვილის დაკავებასა და ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე დასმული კითხვების  შემდეგ, რომელიც წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა დაუსვა, ირაკლი ოქრუაშვილმა სტუდია დატოვა. მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ დაესვა კითხვები 2020 წლის საარჩევნო კამპანიაზე და არა სისულეეებზე. ამის შემდეგ ოქრუაშვილმა მიკროფონი მოიხსნა და ეთერიდან გაიქცა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად