სულხან მოლაშვილის მამა: ჩემს შვილს დავპირდი, მიშას რომ დაიჭერდნენ, 40 დღის განმავლობაში ყოველდღე მივიდოდი ციხეში და გაზეთებს მივუტანდი – ამას ვაკეთებ

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე მივა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან და გაზეთებს მიუტანს, რასთან დაკავშირებითაც პირობა წლების წინ შვილს მისცა.

„როდესაც „რესბალნიცაში” მივდიოდი, ყოველდღე, ჩემი სახლიდან გავივლიდი, გაზეთებს ვიყიდდი, სულხანი მთხოვდა, გაზეთები მინდაო. რომ მივიდოდი, „პერედაჩს” რომ ეძახიან, იქ რომ დამინახავდნენ, ოჰ, ფოსტალიონი მოვიდაო. რიგში, რომ ვიყავი, ვამბობდი, მე აუცილებლად მომიწევს აქ მოსვლა კიდევ, რამდენიმე წლის შემდეგ, მიშას რომ დააპატიმრებენ, მე პირობას ვიძლევი ახლა, თქვენ წინაშე-მეთქი. ორშაბათს ავიღე გაზეთები, პირველად მოვხვდი იქ, არც ვიცოდი, სად იყო მე-12 დაწესებულება, როგორც იქნა, მივაგენი, მიჭირავს გაზეთები ხელში და ოფიციალურად მივედი მისაღებში. მე ვუთხარი, რომ პირობა მაქვს ჩემი შვილის სახელზე, რომ აუცილებლად, 40 დღე მიშას გაზეთები უნდა შევუგზავნო. იცით რა მითხრეს? ვერაო, ან ოჯახის წევრი უნდა იყო, ან კიდევ – პარლამენტარიო. თანაც, რა გაზეთი მიჭირავს იცით? წერია, „თამაზ მოლაშვილი, სურვილი მაქვს, მას შევუგზავნო გაზეთები“. უარი მითხრეს, არ მიიღეს. ახლა ვფიქრობ, რა ვქნა, მაგრამ 40 დღე ვივლი, ოდესღაც იმათაც ხომ მოსწყინდებათ, იმიტომ, რომ ჩემი შვილის სახელზე პირობა მაქვს მიცემული, ვამბობდი ხოლმე, სულხან, შენს სულს ვფიცავ, მე ამის გამკეთებელი ვარ და ვაკეთებ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ყოფილი პოლიტპატიმარი, სულხან მოლაშვილი 2016 წელის 29 ივნისს, 46 წლისა გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...