სულხან მოლაშვილი: “რუსთავი 2″-ის პოლიტიკას მართავს პირსისხლიანი ჯალათი გიგა ბოკერია”

"რუსთავი 2"-ის პოლიტიკას მართავს პირსისხლიანი ჯალათი გიგა ბოკერია", – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლიტპატიმარმა სულხან მოლაშვილმა, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა. 

"მე არ მერიდება ამ სიტყვების თქმის. იმიტომ, რომ პირადად მაქვს განცდილი მისი პოლიტიკის შედეგები. დასახვრეტი ადამიანების სია ეჭირა… ეს არის ის ხალხი, რომელსაც აუპატიურებდა, აწამებდა საზოგადოებას წლების მანძილზე.

საკუთრივ "რუსთავი 2" ამას კვერს უკრავდა და წოდებებს იღებდა შს სამინისტროსგან, როგორც გასამხედროებული ორგანიზაცია არამარტო მობილიზებული, რომლის დღის წესრიგზე თამაშობს ზოგიერთი, არამედ გასამხედროებული, აგენტურული ორგანზაცია, "დავერბოვკებული" ხალხისგან რომ შედგება. არც ამის მომერიდება, იმიტომ რომ ზოგიერთამა ჟურნალისტებმა წოდება მიიღო", – განაცხადა  მოლაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...