”სულისშემკვრელი სილამაზე, სვანეთი არაჩვეულებრივია”- ბრიტანეთის ელჩი სხვებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სმიტი კამპანიაში- “გაატარე ზაფხული საქართველოში” #spendyoursummerinGeorgia ჩაერთო და ყველას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

ელჩი მიკრობლოგ “ტვიტერის” გვერდზე სვანეთში გადაღებულ ფოტოსურათებს აქვეყნებს და წერს: “სუნთქვისშემკვრელი სილამაზე,#ვაიმე”.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად