Sueddeutsche Zeutung: კანონი გერმანიას არ აძლევს უფლებას, აღძრას საქმე ნავალნის მოწამვლის შესახებ

გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung იუწყება, რომ გერმანიის ხელისუფლება შეისწავლის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის აღძვრისა და ამ საქმის დამოუკიდებლად გამოძიების შესაძლებლობას. ამასთან, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა.

გამოცემის წყაროების თანახმად, გერმანიის მთავრობის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საქმის აღძვრა შეუძლებელია, რადგან შესაძლო დანაშაული მოხდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ასეთი შემთხვევების გამოძიება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ისინი ექვემდებარებიან უნივერსალური იურისდიქციის პრინციპს – მაგალითად, სამხედრო დანაშაულის შემთხვევაში. ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავალნის საქმის კვალიფიკაცია ამ გზით არ შეიძლება.

ამასთან დაკავშირებით გამოდის, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ლეგალურად აქვს მოწამვლის გამოძიების უფლება, არის რუსეთი, წერს გაზეთი, რადგან იქ მოხდა მოწამვლა – სწორედ ამიტომ განსხვავდება ეს საქმე სერგეი და იულია სკრიპალების საქმისგან.

გაზეთის თანახმად, გერმანიაში საქმის აღძვრა მხოლოდ ნავალნის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობის კარდინალური გაუარესების შემთხვევაში შეიძლებოდა, რადგან ამ შემთხვევაში დანაშაულის ბოლო ეტაპი უკვე გერმანიაში იქნებოდა დაფიქსირებული. თუმცა, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად