სუდანში საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

სუდანში 21 წლის თაიპ ბაჰრ ნასერი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედროებსა და მომიტინგეებს შორის პოლიტიკური შეთანხმება გამოცხადდა. ინფორმაციას ქვეყნის სამედიცინო კომიტეტი ავრცელებს.

“25 ოქტომბრიდან დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სუდანში, 25 ოქტომბრის დილით, ჯარისკაცებმა პრემიერ-მინისტრი აბდულა ჰამდუკი და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსი დააკავეს. ცოტა ხნის წინ ჰამდუკი გაათავისუფლეს.

არმიის გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სუვერენული საბჭოსა და მთავრობის დაშლა გამოაცხადა. მან დასძინა, რომ სუდანში მოსახლეობის ყველა სეგმენტის მონაწილეობით ტექნოკრატიული მთავრობა შეიქმნება.

კომენტარები
იტვირთება...