სუდანში ქვეყნის მასშტაბით გაფიცვები დაიწყო

სუდანში ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო. ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

“თანმიმდევრული დაუმორჩილებლობა მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება”, -ამის შესახებ სუდანის პროფკავშირის ასოციაციის წარმომადგენლებმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერეს.

გაფიცვაში მხოლოდ ექიმები და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები არ მონაწილეობენ.

სუდანში გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ და სამხედრო საბჭომ გარდამავალი საბჭოს შემადგენლობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს, რასაც შედეგად სამხედრო გადატრიალება მოჰყვა.

აქციებზე სამთავრობო ძალებთან შეტაკებების შედეგად 40-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. სამართალდამცველებმა დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...