სუდანში, მომიტინგეების დაშლის დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სუდანში, მომიტინგეების დაშლის დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TSN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სუდანელმა სამხედროებმა აქციის მონაწილეები დაშალეს, რომლებსაც ხართუმის ცენტრში შეიარაღებული ძალების შენობა რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ.

არეულობის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

სუდანის ექიმთა კავშირის მონაცემებით, ამ ეტაპზე მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ძნელია.

15 მაისს, სუდანის სამხედრო საბჭომ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყანაში სამწლიანი გარდამავალი პერიოდის დამყარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

აპრილში, სუდანში სამხედრო გადატრიალების პროცესი დაიწყო, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადადგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად