სუდანში, გასულ თვეს აქციის მონაწილეების ძალადობრივი გზით დაშლის შედეგად 90-მდე ადამიანი დაიღუპა

სუდანის დედაქალაქ ხართუმში, ივნისში, აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი არეულობის შედეგად 90-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ფატ ალ-რაჰმან საიდმა განაცხადა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

“გასულ თვეში, უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტების მიერ ძალადობრივი დარბევის შედეგად 87 ადამიანი დაიღუპა და 168 დაშავდა”, – აღნიშნა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფატ ალ-რაჰმან საიდმა ასევე განაცხადა, რომ შაბათს, უსაფრთხოების ძალების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ხართუმის ცენტრში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.
გამომძიებლების აზრით, სამმა ოფიცერმა მომიტინგეების დაშლა ძალის გამოყენებით სცადა. ამის შემდეგ, ბანაკის შიგნით სამხედროებმა განზრახ ცეცხლი გახსნეს, რის გამოც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

სუდანში საპროტესტო გამოსვლები 11 აპრილს დაიწყო.

ივნისის დასაწყისში ხართუმში მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს თითქმის 120 ადამიანი დაიღუპა, თუმცა სამხედროები 61 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად