სუდანში აქციების დროს 15 ადამიანი მოკლეს

სუდანში სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა, სულ მცირე, 15 ადამიანი მოკლეს და ათობით პირი დაჭრეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა ხარტუმში, ბაჰრისა და ომდურმანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები ძალაუფლების სამოქალაქო პირებისთვის გადაცემასა და სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირების გასამართლებას ითხოვდნენ.

ჯამში 25 ოქტომბრიდან, როდესაც სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა, საპროტესტო აქციების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...