სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადაო ტერიტორიაზე სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ეთიოპიის სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა აბეის რაიონში, სუდანისა და სამხრეთ სუდანის საზღვარზე. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას გაერო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 3. კიდევ 10-მა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო, სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ეთიოპია კი ერთადერთი ქვეყანაა აფრიკაში, რომელიც თანამშრომლობს აშშ-სთან.

აბეი, რომელიც ნავთობის რესურსით მდიდარი ლოკაციაა, სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადაო ტერიტორიას წარმოადგენს. 2004 წელს ამ რაიონ განსაკუთრებული ადმინისტრაციული სტატუსი მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...