სუდანის ყოფილ პრეზიდენტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც სამხედრო გადატრიალების მეშვეობით თანამდებობას 2019 წლის აპრილში ჩამოაშორეს, კორუფციისა და უცხოური ვალუტის უკანონო ფლობის გამო, ორ წელიწადს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს.

ბრალდება ემყარებოდა მასთან შინ აღმოჩენილ ჩემოდნებს, რომლებშიც საერთო ჯამში 130 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს. მისი დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ პროცესი პოლიტიზირებული იყო.

მის წინააღმდეგ კიდევ რამდენმე საქმეს იძიებენ, კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრეზიდენტი 1989 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესახებ დაკითხეს.

ალ-ბაშირი ქვეყანას ფაქტობრივად 1989 წლიდან მოყოლებული მართავდა და ძალაუფლებას იგი მრავალთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სამხედრო გადატრიალების ფონზე ჩამოაშორეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად