სუდანის პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იმყოფება

სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სამხედრო მოსამსახურეების ხელშია,-ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი Al-Hadath-ი ავრცელებს.

Sky News Arabia-ს ცნობით, სახელმწიფოს მეთაური შინაპატიმრობაში იმყოფება.
სამხედროებმა ასევე პრეზიდენტის გარემოსცვასთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები დააკავეს, მათ შორის ქვეყნის გვარდიის ხელმძღვანელი, ეროვნული მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

11 აპრილს, სუდანის დედაქალაქში, ქვეყნის არმიის მაღალჩინოსნებმა შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც სამხედროებმა პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომა მოითხოვეს. ის 25 წელზე მეტია ხელისუფლებას მართავს. თავდაპირველად, პურზე ფასების ზრდის გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. მოგვიანებით, მომიტინგეებმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს.

2008 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ალ-ბაშირის დაკავების ბრძანება გასცა. მას ქვეყნის დასავლეთით მომხდარი კონფლიქტის დროს გენოციდში ადანაშაულებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად