სუბელიანი: ნაკაიძის დამსახურებით ვზივარ ციხეში (პროკურატურის გავრცელებული ჩანაწერი)

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც P.S.-ის ინფორმაციით გლდანის № 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, სადაც მათივე ინფორმაციით ფიგურირებს ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დათო ცუხიშვილი.

დღეს მთავარმა პროკურატურამ განცხადება   და აუდიოჩანაწერის სული ვერსია გაავრცელა. ჩანაწერში მირზა სუბელიანი მის დაკავებაში ბიზნესმენ ვანო ნაკაიძეს ადანაშაულებს.

“ჩემმა შვილმა რა დააშავა, მეც მომტყნეს და ჩემი ოჯახიც მოტყნეს, რისთვის? ჯანხოთელი და ისინი რომ შეხვდნენ, სადმე ჩვენებაში წერია ძმაო? ერთი სიტყვა დამცდენია?!… რომ გამოვალ სულ კეტებით გავუტეხავ თავს. კაცური სიტყვა მოგეცი, ხელი ჩამოგართვი… ნაკაიძის დამსახურებით ვზივარ“, – აცხადებს მირზა სუბელიანი აუდიოჩანაწერში.

ცნობისთვის,  ვანო ნაკაიძე №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის გ.ჯ-ს ბიძაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად