სუბარის უწყება აფხაზეთიდან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს

საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოქალაქეების გადმოსვენების საკითხზებზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს,-ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები წითელი ჯვრის ორგანიზებით გაგრძელდება.

დღეს, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ჩარგეიშვილი, მალხაზ ფირანიშვილი, ზურაბ მელიშიანი, კახა აბულიძე და რუსუდან ჩხეტიანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 5 გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება.

ცნობისათვის, წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-193 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე 7 ასეთი შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად