სუბარი: ვთხოვთ მოქალაქეებს, თუ აუცილებელი არ არის, არ გამოხვიდეთ მანქანით ქალაქში

"თხოვნა მექნება მოქალაქეებთან, თუ აუცილებელი არ არის ნუ გამოხვალთ ქალაქში, – ნუ ივლით მანქანით", – აღნიშნულის შესახებ დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა ავტომობილების დიდი რაოდენობა ქალაქში ხელს უშლის გამწმენდით და სამძებრო სამუშაოებს. 

"მთელი ღამის განმავლობაში გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები არ შეწყვეტილა, პრაქტიკულად სანაპიროზე, გმირთა მოედანზე ფუნქციონირება შეიძლება, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ გაიხსნება.

ერთი თხოვნა მექნებოდა, რომ დღეს გამოცხადდა დასვენების დღე რადგან ზედმეტმა მანქანებმა ხელი არ შეუშალოს სამუშაოებს. თხოვნა მექნება მოქალაქეებთან, თუ აუცილებელი არ არის, ნუ გამოხვალთ ქალაქში, – ნუ ივლით მანქანით. ყოველი ქუჩაში გამოსული მანქანა აფერხებს მოძრაობას და სამუშაოებს," – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...