სუბარი: თუ ამ ეტაპს Covid-19-ის ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მოჰყვა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სერიოზულ უბედურებას გადავრჩით

ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა “მოამბე”-სთან განაცხადა.

“ქვეყანა ახლა გადადის ყველაზე სახიფათო ეტაპზე, უკვე ზღვარზე ვართ და ახლა ყველაზე მეტად გვმართებს სიფრთხილე და მობილიზებულობა. თუ ამ ეტაპსაც ისე გადავაგორებთ, რომ ამას ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მოჰყვა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სერიოზულ უბედურებას გადავრჩით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 გამოჯანმრთელდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად