სუბარი: სამეგრელოზე განსაკუთრებული ყურადღების დაწესების მიზეზი ის არის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, სადაც კრიტიკული ვითარებაა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე ყოველდღიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყანა ყველაზე მძიმე სცენარისთვის ემზადება, თუმცა იმედოვნებს, რომ რეალურად ამის საჭიროება არ დადგება.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, სამეგრელოს რეგიონზე განსაკუთრებული ყურადღების დაწესების მიზეზი ის არის, რომ რეგიონი ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, სადაც კრიტიკული ვითარებაა.”თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული საზოგადოება ამაზე ინფორმირებული იქნება. თუ საჭირო გახდა მომზადების დროც იქნება მიღებული, თუ ისე უნდა მივიღოთ, რომ წინასწარ არავინ უნდა იცოდეს, მაშინ ასეც ვიზამთ. მაგალითად, მარნეულის და ბოლნისის შემთხვევაში, ჩვენ რომ წინასწარ გვეთქვა, მაშინ იმ ვირუსების გადამტანი ხალხი დატოვებდა იქაურობას და კონტროლი იქნებოდა გაცილებით ძნელი და კარანტინის გამოცხადება მოგვიწევდა მთელ საქართველოში”, – აღნიშნა სუბარმა.

შეგახსენებთ: ბოლო მონაცემებით,  კორონავირუსით ინფიცირების 97 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში – ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად