სუბარი: როდესაც ვამბობთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა არის შიდა ტერორიზმი, იგივე სტანდარტი უნდა გვქონდეს საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე

„ქალბატონი დეგნანის განცხადება მართლა გამიკვირდა იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდება ზოგადად ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და კარგად გვახსოვს ის მრავალთვიანი აქციები, რომელიც შეერთებულ შტატებში ხდებოდა.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ.

“ყველგან უნდა გვქონდეს ერთი და იგივე სტანდარტი. როდესაც ვამბობთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა არის შიდა ტერორიზმი, იგივე სტანდარტი უნდა გვქონდეს საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე და როდესაც ვხედავთ, რომ ხშირად აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში პოლიცია ვერ უმკლავდება ძალადობრივი ჯგუფების აქციას, შეუძლებელი არ უნდა მოვთხოვოთ ქართულ პოლიციასაც, რომელმაც მართლა მაქსიმუმი გააკეთა. მადლობა აშშ-ს იმისთვის, რომ დღეს საქართველოს პოლიციას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და წვრთნაც, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ უფრო მეტი ესკალაცია თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,მას ჰქონდა მოლოდინი, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს პრემიერი შეასრულებდა მთავარ როლს სიტუაციის დაწყნარებაში.

კომენტარები
იტვირთება...