სუბარი: პრემიერის განცხადება პროტესტს ვერ გამოიწვევდა, დაძაბულობისგან დაზღვეული არავინაა

ამის შესახებ სოზარ სუბარმა ხაიშში, მოსახლეობასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, სადაც პოლიციამ ბარიკადები აიღო.

"პრემიერის განცხადება ამ პროტესტს ვერ გამოიწვევდა. პრემიერის განცხადება იყო გაცილებით გვიან, ხოლო პროტესტი გაცილებით ადრე დაიწყო. საქართველოს 15 რაიონში დაიწყო ოპერაციები. ოპერაციები იყო კანონიერი, თუმცა იქ მოხდა გარკვეული შელაპარაკება და ვითარების დაძაბვა. რა თქმა უნდა სასურველია ასეთი შელაპარაკება არ ხდებოდეს. მოვახერხებთ სხვა დროსაც რომ ასეთი მოლაპარაკებები არ იღებდეს ასეთ გამწვავებულ სახეს. ზოგადად საზოგადოება ვართ და სახელმწიფო და იქნება გარკვეული დაძაბულობა, ამისგან დაზღვეულები არ ვართ. ამისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანაა", – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად